პროექტი



  1. პროექტის სახელწოდება: ქართველი რეალისტი მწერლები.
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი
რეალისტი მწერლების ცხოვრებასა და შემოქმედებას.
3 პროექტის აქტუალობა:პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნის დონე
ქართველი რეალისტი მწერლების მოღვაწეობისას ქართული სინამდვილის რეალისტურად
ასახვაში,რაც დაეხმარებათ გაერკვნენ ამ ლიტერატურული მიმდინარეობის (რეალიზმის)
არსში,გაუღვივდეთ ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ზეპირ და წერილობით ტექსტებზე  დამოუკიდებლად მუშაობის, მათი გაგება -
გაანალიზებისა და არგუმენტირების უნარები.გამოუმუშავდებათ პატივისცემა და
პასუხისმგებლობის გრძნობა ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული
კულტურის მიმართ; ხელს შეუწყობს მოსწავლის, როგორც ჰუმანურ და ეროვნულ
ღირებულებებზე ორიენტირებული, შემოქმედებითი, მაძიებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.
5. მონაწილეთა ასაკი:16-18 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 5 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე შეძლებს
საკუთარი შეხედულების წარმოდგენას აუდიტორიის წინაშე,დასმული პრობლემის
სიღრმისეულ გააზრებას,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და გამოყენებას.
.8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სასკოლო სახელმძღვანელო, ქართველ
რეალისტ მწერალთა კრებულები,ქართული ლიტერატურის ისტორია.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):თემის შერჩევა,გეგმის ჩამოყალიბება,
ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია,რუსული და ფრანგული ლიტერატურა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანული ჩავლეიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nchavleishvili7@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:https://nanulichavleishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment

ტრენინგის რეფლექსია

    2018 წლის 26 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით გავიარეთ ტრენინგი ,,ისტ - ს გამოყენება სასწავლო პროცესში'',სულ 32 საათი, 8 სამუშაო დღე....