2018 წლის 26 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით გავიარეთ ტრენინგი ,,ისტ - ს გამოყენება სასწავლო პროცესში'',სულ 32 საათი, 8 სამუშაო დღე. ტრენინგმა ბევრი რამ მომცა ჩემი პროფესიული წინსვლის მიზნით. მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გამოვიყენებ გაკვეთილებზე მოსწავლეებთან მუშაობისას. ვისწავლე power point -ში მუშაობა, ისტ-ს გამოყენება გაკვეთილების პროცესში,მასალების მოძიება, ბმულების შექმნა, მასალაზე ხმის დადება, ანიმაციების გამოყენება, სემესტრული და წლიური ნიშნების გამოყვანა ელექტროცხრილებით, ელექტრონული პორტფოლიოს გამოყენება და სხვ.
ტრენერი ნათია ცინცაძე დიდი გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, გასაგებად, ლაკონურად გვიტარებდა ტრენინგს. არ იზარებდა ჩემთვის გაუგებარი მასალის გამეორებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.ვუსურვებ კვლავაც წარმატებებს. ასევე დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ტრენინგის ორგანიზებისათვის!